logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა

1775200006

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში,  სამართალდარღვევები გამოვლენილია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

დაბა ხულოში, ასევე სოფლებში ოქროაშვილებსა და გოგნიაურში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 42 მრგვალი ხე-ტყე (მორი).

შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, გასულ წელს, მხოლოდ აჭარისა და გურიის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 400-მდე ფაქტია გამოვლენილი.

"ტარიფის გადახედვა გვაძლევს ₾1.5 მლრდ-ის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით"

"ტარიფის გადახედვა გვაძლევს ₾1.5 მლრდ-ის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით"

გამოგვყევით