გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 10 262 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში და ნაწილის ტრანსპორტირებაც განახორციელა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 154 137 ლარია.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამმიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითისახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ დაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულშეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.