საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ახალი წყალსაცავის მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული .
"აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.
აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი,"-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.