შპს "საქართველოს მელიორაციამ" ხონი-სამტრედიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური არხი ნატანი მასისგან და მცენარეული საფარისგან გაწმინდა.
არხის გაწმენდა-მოწესრიგების შედეგად, 350-ზე მეტ აბონენტს სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, ხოლო წყალუზრუნველყოფა საერთო ჯამში 270 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გაუმჯობესდა.
აღნიშნული სამუშაოები სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების, სეზონის შეუფერხებლად მიმდინარეობისა და ფერმერებისთვის საიმედო წყალმომარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.