logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

კონფერენციაზე - AgriFuture Georgia აგროწარმოების გლობალურ ტენდენციებზე იმსჯელეს

კონფერენციაზე - AgriFuture Georgia აგროწარმოების გლობალურ ტენდენციებზე იმსჯელეს

1761303722

 აგროკონფერენციაზე, AgriFuture Georgia, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობით საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაძლიერებას მიეძღვნა, აგრო წარმოების ტენდენციებზე,  მოცვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და  საერთაშორისო სერვისების გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.  

სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურადთანამშრომლობს აგროწარმოებაში ჩართულ კერძო  სექტორთან  და დარგობრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეეწყოს  როგორც პირველად წარმოებას, ასევე შენახვა-გადამუშავების მიმართულებას, ბაზრების დივერსიფიცირებასა და ქართულიპროდუქციის მიმართ ცნობადობის ზრდას.

მზარდია ლურჯი მოცვის წარმოების ტენდენცია, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღების წლიდან წლამდე მზარდი მოსავლიანობის შედეგია. მიღებული პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია გადის ექსპორტზე., - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა აგრო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აგრო საკონსულტაციო  კომპანიის „ნიადაგი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ეწრებოდნენ სახელმწიფო და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო სერვისისმიმწოდებლები, ადგილობრივი ფერმერები, ექსპორტიორები.

გამოგვყევით