logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

1787295720

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს "საქართველოს მელიორაცია" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო არხების გაწმენდის სამუშაოებს  ახორციელებს. შედეგად, დაახლოებით 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან  სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე მდებარე არხის 2500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის  დატბორვის საფრთხეს ქმნიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება და სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენებისა და აგროსექტორის განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება.

გამოგვყევით