logo
Loading data...

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

1712139188

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.

მეთხილე ფერმერებმა თხილის კადასტრში რეგისტრაციისათვის  სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს უნდა მიმართოთ. ბაღების რეგისტრაცია 2024 წლის 30 აპრილის  ჩათვლით განხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური ფუნქციონირებს. სოფლებში თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების  ფერმერებთან შეხვედრები უკვე ჩატარდა.

სოფლის განვითრების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად  არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro  სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აგრობარათზე ქულა დაერიცხა 61,418 უნიკალურ ბენეფიციარს, ფართობმა შეადგინა 43,952 ჰა. დარიცხული ქულების ეკვივალენტი ოდენობაა 21,976,355 ლარი, საიდანაც ბენეფიციარების მიერ განაღდებულია 20,922,693 ლარი.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით