logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ოდესღაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გაშენდეს ხარისხიანი ვაზის ჯიში" - გიორგი ბარისაშვილი

"ოდესღაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გაშენდეს ხარისხიანი ვაზის ჯიში" - გიორგი ბარისაშვილი

1777973006

ოდესღაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გაშენდეს ხარისხიანი ვაზის ჯიში, ხარისხიანი ნამყენი. სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩავატარო ჩემი ნიადაგის ანალიზი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. აღნიშნული რეგულაცია არაფერს კრძალავს, არამედ მიუთითებს, რომ გაგრძელდეს საქმიანობა სწორი მიმართულებით, - აღნიშნა "ბარისაშვილის ღვინის მარნის" დამფუძნებელმა, მეღვინე გიორგი ბარისაშვილმა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ბარისაშვილის თქმით, საქართველოში უნდა განვითარდეს სანამყენეები და სადედე მეურნეობები.

არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც იყენებენ შეუსაბამო საძირეს, არა იმას, რაც სჭირდება რქაწითელს, საფერავს, ალექსანდროულს. ხშირად ხდება, რომ ჩადიან ალაზანზე და ჭრიან მწარე ვაზს, რომლის საძირედ გამოყენება დაუშვებელია, მასობრივად ხდება ასეთი ვენახები გაშენება“-  აღნიშნა მან.

ბარისაშვილის თქმით, ნიადაგის ანალიზი საჭიროა და მევენახეების მხოლოდ 1% იცის თუ რა ტიპის ნიადაგზე დგას მისი ვენახი.

მევენახემ უნდა იცოდეს ვენახის სრული ისტორია. ნიადაგის ანალიზი ეს არის საწყისი, რომლითაც  შენი ვენახის ისტორიას ქმნი“ - განაცხადა მან.

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

გამოგვყევით