შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები იწმინდება.
"ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა,"- ნათქვამია შპს "საქართველოს მელიორაციას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.