logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანას ღვინის მიმართულებით, წლიდან წლამდე, სხვადასხვა ბაზრებზე ზრდა აქვს" - ნუცა აბრამიშვილი

კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს გენერალური დირექტორის, ნუცა აბრამიშვილის ინფორმაციით, ქვეყანას ღვინის მიმართულებით წლიდან წლამდე, სხვადასხვა, ბაზრებზე ზრდა აქვს.

როგორც ნუცა აბრამიშვილმა გადაცემა "დილის ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, Schuchmann Wines-ი სუბსიდირებით მოსარგებლე არ არის.

"სუბსიდირება ყოველთვის დროებით ჩარევად მოიაზრებოდა, რომ დარგი გაჯანსაღებულიყო, მონაცემების გათანაბრება მომხდარიყო და ფერმერს გარანტია ჰქონოდა - მწარმოებელი პროდუქტს ყველა შემთხვევაში ჩაიბარებდა. Schuchmann Wines Georgia სუბსიდირებით მოსარგებლე არ არის, რადგან წარმოების მიმართულება გვაქვს, აქედან გამომდინარე ჩაბარება ნაკლები წილითაა. ქვეყნის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ წლიდან წლამდე, სხვადასხვა, ბაზრებზე ზრდა გვაქვს. თუმცა სამუშაოა ჩასატარებელი, რომ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყოთ და მაჩვენებლები შეძლებისდაგვარად გადანაწილდეს - ეს ყველაფერი გრძელვადიანი პროცესია, ჩვენ მომხმარებლის ლოიალობა უნდა დავიმსახუროთ", - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი რთველის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება, თუმცა გარკვეული სახის გამოწვევებიც ჰქონდათ, მაგალითად, ამინდი.

"წელს საკმაოდ აქტიურად პერიოდი გვქონდა, მიმდინარეობს რთველი და დასასრულს უახლოვდება. გამოწვევები ამინდმა შეგვიქმნა და კახეთში შედარებით გვიანი რთველის დასრულება გვიწევს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარისხობრივად კარგი მაჩვენებლები გვაქვს, როგორც შაქრიანობის, ასევე სხვადასხვა მოცულობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ხარისხობრივად მაღალი დონის ღვინო გვექნება და წარვადგენთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

რაც შეეხება წარმადობას - Schuchmann Wines GEORGIA ბაზარზე ერთი და იმავე რაოდენობის მოცულობას წარადგენს ხოლმე, წარმოება დამოკიდებულია უშუალოდ ჩვენს ვენახებზე. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია.

ექსპორტზე არა ერთ ქვეყანაში გავდივართ, დივერსიფიცირება - ჩვენი სექტორის დიდი პრიორიტეტია. ქართულმა ღვინომ მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ფეხი მოიკიდა. სხვადასხვა კონტინენტზე ჩვენი მარკეტინგული აქტივობა მუდმივად მიმდინარეობს", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, კომპანია Schuchmann Wines Georgia კახეთში, თელავში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით