logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოდან დაახლოებით $16 მლნ-ზე მეტი ღირებულების ატმი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

საქართველოდან დაახლოებით $16 მლნ-ზე მეტი ღირებულების ატმი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

1721988180

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამონისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით (13,7 ტონა) აღემატება. 

9%-ით გაზრდილია ექსპორტით მიღებული შემოსავალიც, რომელმაც 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო.  ასევე, 5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც რომელმაც, ბოლო მონაცემებით, კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 170 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 154 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

გამოგვყევით