logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაცია" გორში სარწყავ არხებს აწესრიგებს

"საქართველოს მელიორაცია" გორში სარწყავ არხებს აწესრიგებს

1765187961

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში  სარწყავი არხების საექსპლუატაციო სამუშაოებს ატარებს. ამ ეტაპზე, სოფელ ახალუბანში  ტირიფონის მაგისტრალური არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების - მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის დაახლოებით 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით 20 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 15,685 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

გამოგვყევით