საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 2 დეკემბერს ჯამში, 70 მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
მათ შორის, 3.7-წლიანი 50 მლნ ლარის (18.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.057პპ-ით შემცირდა და 8.909% შეადგინა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 2 დეკემბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.127პპ-ით გაიზარდა და 8.062% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 9 დეკემბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10.8-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.