logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

1773069484

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით,  მთავრობამ  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.

სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ. 1 წლიანი კულტურები - 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლიანი კულტურები- 306,03 ლარით).

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს  მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.

„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ  სუბსიდირების პროგრამაში .

წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას, სტაბილურ მიწოდებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას.

"საუბარია, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს, რაც სერიოზული მესიჯია ინვესტორებისთვის" - გიორგი აბრამიშვილი

"საუბარია, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს, რაც სერიოზული მესიჯია ინვესტორებისთვის" - გიორგი აბრამიშვილი

გამოგვყევით