საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განაცხადებით, მთავარი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ.
"დღეს, ვხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა - იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა; იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც ინდივიდუალურად პროექტების სახით საჭიროა, მეტი ყურადღება დაეთმოს და ა.შ. ასე რომ, გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და ამ აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით მივაღწიოთ”, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.
შეხვედრა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.