logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები"

"უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები"

1773074460

"ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რომელიც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები"-ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. 

"ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც GREDA-ს გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების, 5 მგვტ-ზე აწევას - ეს ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი,"- აცხადებს მაია მელიქიძე. 

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან  დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.  

შეხვედრა  „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვყევით