logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საუბარია, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს, რაც სერიოზული მესიჯია ინვესტორებისთვის" - გიორგი აბრამიშვილი

"საუბარია, რომ 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს, რაც სერიოზული მესიჯია ინვესტორებისთვის" - გიორგი აბრამიშვილი

1773075600

საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ენერგეტიკა.

"ფაქტობრივად მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა. ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის”, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან  დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

შეხვედრა  „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა.

გამოგვყევით