logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-ი ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს

სეს-ი ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს

1789889940

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს.

სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.

მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა, ჰიგიენური ნორმებისა და სხვა რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს  მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ.

გამოგვყევით