logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

1785921804

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში,  არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი  ფრინველთა სასაკლაო.  მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით,  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის  მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის  გარეშე.

გამოგვყევით