logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

შპს "საქართველოს მელიორაცია" მომსახურების ახალ სივრცეებს ხსნის

შპს "საქართველოს მელიორაცია" მომსახურების ახალ სივრცეებს ხსნის

1777973359

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურების სივრცე გახსნა.

ახალ სივრცეში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ წყალსარგებლობის განრიგი ადგილზე შეათანხმონ. კომპანიის თანამშრომლები მათ გაუწევენ კონსულტაციას, დაეხმარებიან განცხადებების შევსებაში და უზრუნველყოფენ შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სერვისების მიღებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ საგარეჯოს სერვისცენტრში მისვლა.

ამასთან, 2026 წლის მაისში კახეთის რეგიონში, კაჭრეთსა და წნორში დაგეგმილია კიდევ ორი ახალი მომსახურების ცენტრის გახსნა. აღნიშნულ ცენტრებში დაინტერესებული პირები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას საირიგაციო მომსახურების შესახებ, გაეცნობიან მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ისარგებლებენ ინდივიდუალური კონსულტაციებით მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, კომუნიკაციის გამარტივებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესებას.

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

"აღნიშნულ რეგულაციაში ყველაფერი სწორად არის განსაზღვრული და არც ფინანსური კუთხით წარმოადგენს სირთულეს" - გელა გამტკიცულაშვილი ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე

გამოგვყევით