logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

1775203801

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა  და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა სალიჰ ოზერმა  გახსნეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გაეცნობიან თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) პრაქტიკას, კლიმატის ცვლილების გავლენას სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სადაზღვევო სისტემების გამოყენებით რისკების მართვის შესაძლებლობებს.

სწავლებას ჩაატარებენ თურქეთის რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამინისტროს სასოფლო -სამეურნეო დაზღვევის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სეიფეთთინ გიუნი, თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) სასოფლო-სამერნეო კულტურების დაზღვევის დირექტორის მოადგილე  ელიფ ბედირი და ცხოველთა სიცოცხლის დაზღვევის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფათიჰ ქოჯა.

ტრენინგი ხორციელდება თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს აგროდაზღვევისა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს და ის ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია მოსავლის კლიმატური რისკებისგან დაცვის კუთხით.

"ტარიფის გადახედვა გვაძლევს ₾1.5 მლრდ-ის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით"

"ტარიფის გადახედვა გვაძლევს ₾1.5 მლრდ-ის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით"

გამოგვყევით