logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

1787572291

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა,  მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე,  სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. აღსანიშნავია, რომ საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი  (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis).  ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო,  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ  კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატიურად ახორციელებს. მავნებელი  დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში  ფიქსირდება.  მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.

სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული  და გვხდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე. 

მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.

გამოგვყევით