სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური მეწარმეები ზ.ი.( სოფ. ენიქენდი) და ე. ნ. (სოფ. კირიხილო) მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციას სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.