logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

1779443177

შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება იყო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებობს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, ნარჩენების მართვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, კლიმატის ცვლილება და თითოეული ადამიანის როლი გარემოზე ზრუნვის პროცესში. ყურადღება გამახვილდა ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ მარტივ ქმედებებზე, რომლებიც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს.

საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გაზრდას და გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას, რაც მომავალში მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გამოგვყევით