logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ვეტერინარი სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობას ვერ შეძლებს - იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო

ვეტერინარი სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობას ვერ შეძლებს - იქმნება სასერტიფიკაციო საბჭო

1734669660

ვეტერინარი სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობას ვერ შეძლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი, გამოსცა ბრძანება, რომელიც ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს და უზრუნველყოფს საბჭოს შექმნას.

საბჭო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან იქმნება, რომელიც შედგება თავმჯდომარის, ორი მოადგილისა და არაუმეტეს 9 წევრისგან. საბჭოს წევრები 5 წლის ვადით ინიშნებიან. საბჭო შეიმუშავებს სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამას, ამასთან, მოამზადებს დასკვნას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარულიპროფესიის ეთიკის პრინციპებს. განიხილავს და ითანხმებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მომზადებულია მის მიერ ან წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იუირიდიული პირის მიერ.

სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებით, საბჭო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე, 5 წევრისგან შექმნის საგამოცდო კომისიას, რომელიც მოამზადებს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესის პროექტს; მოამზადებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების პროექტებს; საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ვეტერინარული საქმიანობას განვითარების თაობაზე. ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საბჭო 3 წევრისგან შექმნის ეთიკის კომისიას, რომელიც: გაააკონტროლებს საბჭოს მიერ შერჩეულ ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას; მოამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული პროფესიული ეთიკის პრინციპებს და განსახილველად წარუდგენს საბჭოს. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საბჭო განიხილავს ეთიკის კომიტეტის მიერ მოკვლეულ საკითხებს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით და მოამზადებს შესაბამის დასკვნას. ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ ჩადენილი დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება.

მთავრობამ ვეტერინარის სერტიფიცირების ვალდებულებაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. 4 სექტემბერს გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, რომ ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა 2026 წლის იანვრიდან აიკრძალება. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრამდე კი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი უნდა გასცეს. სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის იანვრამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უნდა დაემტკიცებინა “ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს” დებულება და საბჭოს შექმნა უნდა უზრუნველყო, რომელმაც პროფესიული გამოცდის პროგრამა უნდა შეადგინოს.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა 5 წელია. ვადის გასვლის შემდეგ, ვეტერინარებისთვის გამოცდა თავიდან ჩატარდება. დოკუმენტში წერია, რომ სერტიფიკატის ვალდებულების შემოღების მიზანია, მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური ვეტერინარული მომსახურების გაწევა.

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

გამოგვყევით