logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Apple-ის შემდეგი Ultra Smartwatch-ი ტექსტების გაგზავნას თანამგზავრის საშუალებით შეძლებს

Apple Inc. 2025 წლიდან სმარტ საათზე სატელიტური კავშირის დანერგვას გეგმავს. კომპანია ასევე აძლიერებს მუშაობას არტერიული წნევის ფუნქციაზე, რაც მომხმარებლებისთვის და განსაკუთრებით მოლაშქრეთათვის საჭირო განახლებაა.

როგორც Bloomberg-ი წერს, სატელიტური შესაძლებლობების დანერგვა მომავალი წლის Apple Watch Ultra-ზეა დაგეგმილი.

ეს ტექნოლოგია სმარტ საათების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები Globalstar Inc.-ის თანამგზავრების ფლოტის მეშვეობით, როდესაც მათ არ ექნებათ წვდომა ფიჭურ ან Wi-Fi კავშირთან.

ტექნოლოგია გააფართოებს Apple-ის პროდუქტების მახასიათებლებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით. როგორც კომპანიაში ამბობენ, ცდილობენ სმარტ საათი ერთგვარ სამაშველო მოწყობილობადაც აქციონ.

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

“USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას და ქვეყნის არევას”

გამოგვყევით