Skillwill Georgia-ს წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ძველი პროფესია და აირჩიეს ტექნოლოგიური კარიერა. რა გახდა ცვლილების მიზეზი და რა შესაძლებლობები გააჩინა ახალმა პროფესიამ? „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“ პირველი სტუმარი MAKING SCIENCE SWEEFT-ის ფრონტენდ დეველოპერი გეგა ჯიქურიძეა.
"კომპიუტერის სიყვარული დაიწყო ბავშვობიდან - ჩემი შეხება იყო მხოლოდ Counter-Strike. ბავშვობიდან ძალიან ბევრგან ვმუშაობდი. ჩემი ბოლო სამსახური იყო გაყიდვების სფეროში, სადაც 3 წელი ვიმუშავე. თუმცა, ყოველი დღე ისეთი იყო, რომ გეზარება, ერთი სული რომ გაქვს საღამო როდის მოვა, რომ წამოხვიდე. ჩემი მეგობრები დეველოპერები არიან და მირჩიეს დეველოპმენტის სწავლა და მეთქი - რატომაც არა! მოვედი Skillwill-ში. გავიარე კურსი - „პროგრამირება 0-დან“ ერქვა, სადაც ცოტ-ცოტა ყველაფერი ვისწავლე - ცოტა ფრონდი, ცოტა ბექი, ცოტა დიზაინის აწყობა, ვორდპრესი და შევარჩიე ის სფერო რომელიც მომწონდა - ავირჩიე ფრონტენდის კურსი და დაახლოებით 5 თვეში უკვე დავსაქმდი.
სწავლის პროცესი ძალიან მარტივი იყო. მაგრამ, ამას გარდა, იყო ნეთვორქინგები - ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს. ასევე, გვქონდა ჯგუფური სამუშაოები. 1 პროექტზე რამდენიმე ადამიანი ვმუშაობდით, რაც ძალიან კარგია, რადგან უკვე როცა დეველოპერი გახდები, რეალურ პროექტებზეც გიწევს რამდენიმე ადამიანთან მუშაობა, სრულიად უცხო ადამიანებთან და ჩვენ ამ სიტუაციას თავიდანვე ვეჩვეოდით. სწავლის დასრულებიდან ძალიან მალე გავხდი ლექტორიც, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ახლა, რას მოიცავს ჩემი პროფესია - ფრონტენდ დეველოპმენტი - როდესაც მომხმარებელი შედის ნებისმიერ აპლიკაციაში, ან ვებგვერდზე და ხვდება გარკვეული ვიზუალები, რაც არის სწორედ ჩვენი დამსახურება. რამდენიმე ძალიან საინტერესო საიტზე/აპლიკაციაზე მაქვს ნამუშევარი. ერთ-ერთი არის Skillwill, ასევე ფილმების საიტზეც მიმუშავია.
დღეს თავს მართლა ბედნიერად და ლაღად ვგრძნობ, რადგან სამსახურში მოსვლა მეზარება კი არა, მიხარია! ძალიან თავისუფალი გარემოა, მუშაობის პროცესიც ძალიან სახალისოა - რაღაცას ქმნი, შეგვიძლია კარგი ანაზღაურებაც გვქონდეს, ვიმუშაოთ დისტანციურადაც. ერთი სიტყვით - ძალიან კომფორტულია,"-აცხადებს გეგა ჯიქურიძე.