logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ირან-ისრაელის ომის ფონზე, გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა"- WST

ირანი-ისრაელის ომის ფონზე გაყიდვები 30%-ით შეგვიმცირდა. ხალხი შეშინდა და ქვეყანაში ტურისტების ახალი ნაკადი აღარ შემოდის, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია WST-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გერმანე ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მათ ბიზნესზე აისახება და განვითარებას აფერხებს. 

"წელი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ირანის და ისრაელის ომმა საკმაოდ დაგვატყო ხელი. ჩვენი პირდაპირი ბაზარი გალფის ქვეყნებია და შესაბამისად, ვაკვირდებით როგორ ჩაივლის ეს პროცესები. გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომში დაიძაბა სიტუაცია და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენი გაყიდვები შემცირდა", - აცხადებს გერმანე ჭელიძე.

რაც შეეხება ტურისტულ სეგმენტს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა აზიური ქვეყნებიდან იზრდება, მათ შორის, ჩინეთიდან, ტაილანდიდან და ა.შ.

გარდა ამისა, როგორც გერმანე ჭელიძე აცხადებს, კომპანიამ პროცესების გამო, მანავში დაგეგმილი "ტურისტული სოფლის" პროექტი დააპაუზა და სავარაუდოდ, მომდევნო წელს განახორციელებს. 

ცნობისთვის, ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე. 

გამოგვყევით