logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია WST-მ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, "ტურისტული სოფლის" პროექტი დააპაუზა

ტურისტულმა კომპანია WST-მ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მანავში "ტურისტული სოფლის" პროექტი დააპაუზა.

როგორც WST-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიას აღნიშნული პროექტისთვის ადგილი უკვე შეძენილი აქვს, თუმცა სანამ ქვეყანაში პროცესები არ დასტაბილურდება აღნიშნული პროექტის გაგრძელებას არ აპირებს.

"იმდენად გაურკვეველი სიტუაციაა, იმდენად ჭირს კადრები როგორც თბილისში, ისე რაიონში, რომ ამ ეტაპისთვის ეს პროექტი გავაჩერე. თუ ტურისტი არ ჩამოვიდა რატომ უნდა გავაკეთო ეს ინვესტიცია. ამიტომ დაკვირვების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ არც მომდევნო წელს არ განხორციელდება "ტურისტული სოფლის" პროექტი. ეს მოიცავდა აუზს და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურას. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარი იქნება", - განაცხადა გერმანე ჭელიძემ.

კომპანიის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე WST-ს მთავარი ამოცანა ამჟამად თანამშრომლების შენარჩუნებაა. მისივე ინფორმაციით, თუ ეს პროცესები ხანგრძლივად გაგრძელდა ბიზნესს განვითარების საშუალება არ ექნება.

ცნობისთვის, კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე. 

გამოგვყევით