პროფესიული განვითარება სკოლის პარალელურად - როგორ გაჩნდა ინტერესი ციფრული ხელოვნების მიმართ და რა გზას გადის სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიების სფეროში? პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარია - ანა გურგენიძე - გრაფიკული დიზაინის მოსწავლე.
"მე ვარ მე-9 კლასში და ჩემი ყოველდღიურობა იყო მხოლოდ მეცადინეობა და სკოლა. ამასთან, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი და ცოტა ხნის წინ გრაფიკული დიზაინით დავინტერესდი.
უფრო ჩავუღრმავდი ამ თემას და აღმოვაჩინე, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულება აქვს, მაგრამ მე კონკრეტულად რაც მაინტერესებდა იყო რეკლამებზე მუშაობა, ბილბორდების შექმნა. მამაჩემმა იპოვა - Skillwill-ი, სადაც ვსწავლობ ფოტოშოპს, ილუსტრატორს და ფიგმას. უკვე რაღაცებს ვქმნი, მაგ. რეკლამებს.
ფოტოშოპში ვისწავლე, როგორ განვალაგო და შევუცვალო ზომა ფიგურებს, დავაბალანსო შუქ-ჩრდილები, გავბლარო, ფერები დავაკორექტირო და ა.შ. ილუსტრატორში ვისწავლე ხატვა, პრინტების შექმნა. ფიგმაში კი, ტელეფონში როგორ გავაკეთო რეკლამის სწორი განლაგება.
სკოლაშიც ხშირად ბევრ დავალებას მაძლევენ, ან მოსამზადებელი ვარ რამისთვის და დრო არ მყოფნის ხოლმე, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩაწერილი ლექციებია, რადგან ნებისმიერ დროს და რამდენჯერმეც შემიძლია ვუყურო. ლექციებზეც გვაჩვენებენ ხოლმე სხვა ნამუშევრებს და მოჰყავთ სხვადასხვა მაგალითები. გვასწავლიან რა როგორ გავაკეთოთ, რისი გაკეთება სჯობს. საინტერესოა "ვორქშოფებიც" და დავალებებიც - ჯგუფურიც და ინდივიდუალურიც და ყველაზე მეტად მომწონს, რომ კითხვების მართლა უსასრულოდ დასმა შეგვიძლია და ის, რომ გვეხმარებიან სამუშაოს დროს, რადგან როდესაც რაღაც მავიწყდება ან ვერ ვიგებ ვკითხავ. ლექტორს შეგიძლია ნებისმიერ დროს მიწერო და ის გიპასუხებს.
თავიდან მეგონა, რომ გრაფიკული დიზაინი იქნებოდა რთული და დამეზარებოდა, მაგრამ მომწონს, როდესაც თავად ვქმნი რაიმეს. არა მხოლოდ ლექციებზე, თავისუფალ დროს, ჩემთვისაც ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს და ძალიან მომწონს ეს შექმნის პროცესი.
ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ვითომ რაღაცის რეკლამას ვაკეთებთ ხოლმე და გვიწევს მაგ. ლოგოს გაკეთება. ერთ ასეთ დავალებას მოყვა ბრენდ ბუქის შექმნა, რაც მომწონს, რადგან ძალიან სახალისოა, შენ თვითონ იფიქრებ, თავად განალაგებ და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითოს უკვე სადღაც ვმუშაობდი და ძალიან მომეწონა.
ამ პერიოდში, ძალიან ბევრი საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია მივიღე. ამ კურსების დასრულების შემდეგ, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, კიდევ გავაგრძელებ სწავლას. თავიდან, მანამ სწავლის პროცესში ვიქნები (კოლეჯი/უნივერსიტეტში), მინდა პარალელურად ვმუშაობდე, რომ დავაგროვო პრაქტიკული ცოდნა და გავხდე პროფესიონალი,"-აცხადებს ანა გურგენიძე.