logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

Samsung-ის მოგება Al ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 1800%-ით გაიზარდა

Samsung-ის მოგება Al ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 1800%-ით გაიზარდა

1783416360

Samsung-ის მოგება Al ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 1800%-ით გაიზარდა.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით , სამხრეთ კორეული ტექნოლოგიების გიგანტი Samsung Electronics-ი აცხადებს, რომ აპრილიდან ივნისის ბოლომდე საოპერაციო მოგებამ 89.4 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 58.4 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ზედიზედ მესამე რეკორდული შედეგია.

როგორც Samsung Electronics-ში აცხადებენ, მსგავსი შედეგი ხელოვნური ინტელექტის (AI) მეხსიერების ჩიპებზე გლობალურად გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული.

AI ჩიპები არის სპეციალური ნახევარგამტარები , რომლებიც  ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნისა და მუშაობისთვის გამოიყენება. მსოფლიო AI-ზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება ,ამჟამად მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ჩიპების ფასებიც გაიზარდა.

Samsung Electronics-ში აცხადებენ, რომ მსგავსი მოთხოვნის პირობებში სამომავლოდ მოგება კიდევ უფრო გაიზრდება.

თამთა ცერცვაძე

ფოტო: BBC

გამოგვყევით