logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"საქართველოში 5G ინტერნეტით მოსახლეობის 75% სარგებლობს" - ეკა ყუბუსიძე

საქართველოში 5G ინტერნეტით მოსახლეობის 75% სარგებლობს. პროცესი გრძელდება და როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საბოლოო მიზანია მოსახლეობის 100%-სთვის იყოს ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი, მეხუთე თაობის  ინტერნეტი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა,  დღეისათვის ბაზარზე არსებულ სამივე მობილურ ოპერატორს აქვს 5G ლიცენზია.

„მობილურ ქსელებში სამივე ოპერატორს აქვს 5G  მომსახურებაზე შესაბამისი ლიცენზია და დღეს საქართველოში მოსახლეობის 75 პროცენტი უკვე სარგებლობს 5G ინტერნეტით. ეს პროცესი გრძელდება და ისევე როგორც 4G-ით ასი პროცენტია დაფარული, ჩვენი მიზანია რომ ასი პროცენტით დაიფაროს 5G-თაც ჩვენი მოსახლეობა,“- აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.

მისივე განმარტებით, გამოწვევები ტელეკომუნიკაციების სფეროში და ზოგადად, ციფრული განვითარების მიმართულებით არსებობს და ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალური მასშტაბით დგას დღის წესრიგში.

„პირველი და მთავარი არის  ინფრასტრუქტურული განვითარება. ვინაიდან საქართველო არის მაღალმთიანი რეგიონებით გამორჩეული და შესაბამისად, იქ ინფრასტრუქტურის განვითარება კერძო სექტორისთვის არ არის მომგებიანი.  შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრამები, მათ შორის სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ეხმარება ტელეკომ ოპერატორებს განავითარონ ქსელები,“- აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.

გამოგვყევით