Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, უკვე ტექნოლოგიური სამყაროსკენ დგამენ პირველ ნაბიჯებს - როგორ გაუჩნდათ ახალი ინტერესი, რა უნარები შეიძინეს და როგორია მათი გეგმები ციფრულ მომავალში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარია სანდრო ხურცია - კიბერუსაფრთხოების კურსდამთავრებული.
"თავდაპირველად ტექნოლოგიების მიმართულებით მოდელირებით დავინტერესდი, შემდეგ გადავედი ვებ დეველოპმენტზე, ვებიდან აფ დეველოპმენტზე და ბოლოს მოვედი კიბერუსაფრთხოებამდე. დღეს ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია. ასევე, საკუთარ ვებ და აფ დეველოპმენტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიბერუსაფრთხოებას, რათა სხვა შემტევმა ადამიანებმა არ დააზიანონ ჩვენი საიტი. სწორედ ამიტომ გავიარე Skillwill-ის კურსი.
კიბერუსაფრთხოება Skillwill-ში გავიარე ონლაინ, სენაკიდან. მივიღე გამოცდილება თეორიულიც და პრაქტიკულიც - როგორ გავარჩიო სხვადასხვა ბმულები მავნესგან, როგორ დავიცვა საკუთარი თავი პერსონალური ინფორმაციის გაჟონვისგან, როგორ ჩავატარო პენტესტირება სხვადასხვა საიტებზე, რათა აღმოვაჩნო და აღმოვფხვრა ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება სხვა შემტევმა აღმოაჩინოს და ჩემი საიტი დააზიანოს.
ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისას თუ რაიმე პრობლემას წავაწყდებოდი შემეძლო ლექტორს დავკავშირებოდი, გვიწევდა დახმარებას. ამ შვიდ თვიანი კურსის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი თავსატეხი, რომელთა გადაჭრაც მეტად სახალისო იყო და აგრეთვე ამ გადაჭრის გზების ძიებისას ვირებდით გამოცდილებასაც.
ამ კურსის განმავლობაში მივიღე საბაზისო ცოდნა, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებ ჩემს პროექტებში. აგრეთვე, ვაპირებ საქართველოს ბაზარზე გასვლას. როდესაც მივაღწევ საკმარის ცოდნას და გამოცდილებას, გავალ უცხოეთის ბაზარზეც, რათა იქაც დავიმკვიდრო თავი და გავაგრძელო მოღვაწეობა ამ სფეროში,"- აცხადებს სანდრო ხურცია.