logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ტექნოლოგიური სფერო მომწონს იმიტომ, რომ შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წარმატებას მიაღწიო" - Skillwill-ის "ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება" კურსდამთავრებული

Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ, უკვე ტექნოლოგიური სამყაროსკენ დგამენ პირველ ნაბიჯებს - როგორ გაუჩნდათ ახალი ინტერესი, რა უნარები შეიძინეს და როგორია მათი გეგმები ციფრულ მომავალში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარია საბა გულბიანი - კიბერუსაფრთხოების კურსდამთავრებულია.

„ტექნოლოგიური სფერო მომწონს იმიტომ, რომ აქ არ არსებობს საზღვრები და შეგიძლია ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიაღწიო წარმატებას.

ზოგადად, ტექნოლოგიები ჩემი საყვარელი სფეროა და ამ მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით მქონია გამოცდილება - მაგ. 3D დიზაინში, ვებ და აფ დეველოპმენტში. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებსათან ერთად საჭირო ხდება, რომ უსაფრთხოება დავიცვათ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე Skillwill-ში მესწავლა კიბერუსაფრთხოება, რათა ეს ყველაფერი მცოდნოდა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაერთიანებით ჩემი ყველა პროდუქტი უფრო უსაფრთხო გამეხადა.

სწავლის პროცესი ძალიან  საინტერესო იყო, მათ შორის,  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი. ასევე, გვქონდა "ვორქშოფები" ტრენერებთან, შეგვეძლო დაგვესვა მათთან კითხვები და დაგვხმარებოდნენ თუ რაიმეს ვერ გავიგებდით. ასევე, გვყავდა  მენეჯერი, რომელიც  ყველანაირ საკითხში გვემხარებოდა. იყო გამოკითხვებიც, საიდანაც ყოველთვის იღებდნენ მოსწავლეებისგან უკუკავშირს  - მოგვწონდა თუ არა სწავლების პროცესი.

როდესაც ნებისმიერ სფეროში რაღაცას ვსწავლობთ, აუცილებელია, რომ ჩვენ თვითონაც განვვითარდეთ და მიღებულ ცოდნას ყოველთვის დავამატოთ რაღაც ახალი უნარები. ასე იყო სწავლების ნაწილშიც - ყოველთვის იყო მსგავსი რჩევები ტრენერისგან, რომ რა ცოდნასაც მივიღებდით, ყოველთვის გადაგვეტანა პრაქტიკაში, რაღაცები ჩვენითაც მოგვეძიებინა, დაგვემატებინა, რომ განვვითარებულიყავით უფრო, რადგან ეს ფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ყოველთვის ახალ-ახალი რამ ემატება.

ამ ეტაპზე, საბაზისო ცოდნა მიღებული მაქვს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული და ვცდილობ, რომ ეს ცოდნა პრაქტიკაში აკრგად დავამუშავო - ბევრი რამ გავაკეთო, ბევრი პატარ-პატარა რამ ვისწავლო, განვვითარდე და უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიდე,"-აცხადებს საბა გულბიანი. 

გამოგვყევით