WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ცდის, რომელიც პლატფორმის მომხმარებლებთან საკუთარი ანგარიშის გარეშეც კი კომუნიკაციის საშუალებას მოგცემთ. WABetaInfo-ს ცნობით, WhatsApp-ის Android-ისთვის განკუთვნილ უახლეს ბეტა ვერსიაში ე.წ. სტუმრების ჩატებია ნახსენები.
როგორც liga.net-ი წერს, სტუმრის სტატუსით ჩატის დასაწყებად, WhatsApp-ის მომხმარებელი ჩატის ბმულს უგზავნის მის საკონტაქტო სიაში მყოფ ადამიანს, რომელსაც აპლიკაცია არ აქვს. ბმულის გახსნის შემდეგ, „სტუმარს“ შეუძლია შეტყობინებების გაცვლა გამგზავნთან WhatsApp Web-ის მსგავსი უსაფრთხო ინტერფეისის საშუალებით.
სტუმრებს მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეეძლებათ, ხოლო ფოტოების, ვიდეოების, ხმოვანი შეტყობინებების და ჯგუფური ჩეთების გაგზავნა ჯერ არ არის მხარდაჭერილი.
როგორც MacRumors აღნიშნავს, WhatsApp უკვე მუშაობს ჩატების iMessage-თან, Telegram-თან, Google Messages-თან, Signal-თან და სხვა სერვისებთან გაერთიანებაზე.
ფუნქციის ყველა მომხმარებლისთვის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.