logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ახალი წლის პერიოდში დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ" - Crystal Hotel & SPA

სასტუმრო დაახლოებით, 80%-იანი დატვირთულობით მუშაობს. ახალი წლის პერიოდში დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ, -  ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, დაახლოებით, იგივე მაჩვენებლები დაფიქსირდა და განსაკუთრებული ცვლილებები არ შეინიშნება.

"აქტიურად ვიღებთ წინასწარ ჯავშნებსაც. მაგალითად, თებერვლის თვეში დაახლოებით 40-50% უკვე დაჯავშნილია. ჩვენი მომხმქრებლები არიან როგორც უცხოელები, ისე ქართველები. იანვრის პირველ კვირაში ძირითადად არიან აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, 9-10 იანვრიდან კი უფრო მეტად ქართველები ჭარბობენ. ამასთან ტურისტები გვსტუმრობენ გალფის ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება ევროპულ ნაწილს - აღნიშნული სეგმენტი დამსვენებლების მცირე ნაწილს შეადგენს”, - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

მან ასევე კურორტის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბაგიროებისა და ტრასების ფუნქციონირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

"ჩვენ საკუთარი სასრიალო ტრასები, საბაგიროები და ხელოვნური გათოვლიანება გვაქვს და არანაირი გამოწვევა არ გვაქვს. ამასთან, როგორც ჩემთვის არის ცნობილი არც სხვა საბაგიროებს შექმნიათ რაიმე პრობლემა. ერთადერთი აქტიურ სეზონზე შეინიშნება ხოლმე საცობები და არასაკმარისი საპარკინგე სივრცეები", - აღნიშნა მან. 

გამოგვყევით