logo
Loading data...

Best Western Plus Batumi-ი მზადაა, ზაფხულის სეზონზე სტუმრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უმასპინძლოს

Best Western Plus Batumi-ი მზადაა, ზაფხულის სეზონზე სტუმრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უმასპინძლოს

1715062380

ბათუმში, მიმდინარე წლის აპრილში გახსნილი სასტუმრო Best Western Plus Batumi-ი მზადაა, ზაფხულის სეზონზე სტუმრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აქტიურად უმასპინძლოს. 

როგორც სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი ნანუკა გორგილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, Best Western Plus Batumi-ი  ვიზიტორებს ამ ეტაპზეც მასპინძლობს, ხოლო აქტიური სეზონისთვის სასტუმროს  50%  უკვე დაჯავშნილია.

პროექტი ბათუმში არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი Tursa-ს 8 მლნ დოლარის ინვესტიციით,100%-ით ქართული კაპიტალით არის შექმნილი. სასტუმრო ოთხივე სეზონზე  უმასპინძლებს როგორც ტურისტებს, ასევე ბიზნესსექტორს - საქმიანი შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის.

როგორც ნანუკა გორგილაძე აღნიშნავს, სასტუმროში მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი, მოიცავს 148 ოთახს და მაღალი ხარისხის სერვისებს, მათ შორის, ფიტნესს და სპას, რესტორანს, ლაუნჯის,  დიდი და მცირე ზომის სამი საკონფერენციო დარბაზს, დახურული აუზს, სატრენაჟორო დარბაზს საუნებს მასაჟის ოთახებს  და სხვა.  კომპლექსში განთავსებულია სუპერმარკეტი Tursa, ასევე ბავშვთა და ზრდასრულთა გასართობი ცენტრი TursaLand-ი, რომელიც აღჭურვილია VR დანადგარებით  რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

ნანუკა გორგილაძის თქმით, ახალი სასტუმროს  მიმართ ინტერესი პირველი დღიდანვე გაჩნდა, როგორც კი Best Western Plus Batumi-ს გახსნა დაანონსდა. სტუმრებს შორის კი არიან როგორც ვიზიტორები  ევროპიდან, ასევე აზიიის ქვეყნებიდან, რასაც დიდწილად საერთაშორისო ბრენდის მიმართ მაღალი ცნობადობა განსაზღვრავს.

მიმდინარე პერიოდში დამსვენებლების დიდი ნაწილი ადგილობრივები არიან, თუმცა აქტიურ სეზონში სასტუმრო ძირითადად უცხოელი ტურისტების  სეგმენტზე იმუშავებს.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი აქცენტი MICE ტურიზმზე გაკეთდება, რადგან როგორც  Best Western Plus Batumi-ს და  ზოგადად, კურორტს, MICE ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.საქმიანი შეხვედრებისთვის სასტუმროს აქვს სამი საკონფერენციო დარბაზი - დიდი, საშუალო და მცირე, სადაც ჯამში 420 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, დარბაზები სრულად არის აღჭურვილი ტექნიკურად.

„ბიზნესის მხრიდან  ინტერესი არის, პირველი დაკვეთა უკვე მიღებულია. კერძოდ, 30 მაისს, Best Western Plus Batumi პირველ ჯგუფს უმასპინძლებს.

ჩვენი სასტუმრო ბათუმის ცენტრში მდებარეობს და სპორტული შეკრებების, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის ძალიან საინტერესო ადგილია. ღია ვართ ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის. საერთაშორისო ბრენდია, რაც  დაგვეხმარება, რომ მსოფლიო მასშტაბით უფრო დიდ არეალზე გავიდეს. ეს კი  ბათუმს კიდევ მეტ პოპულარიზაციას გაუწევს.

ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის სექტორში Best Western Plus Batumi Tursa-ს მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთ დასრულებულ პროექტია.

წამყვანი გლობალური სტუმართმოყვარეობის სივრცე BWH HOTELS შედგება სამი სასტუმრო კომპანიისგან, როგორიცაა WorldHotels, Best Western Hotels & Resorts და SureStay Hotels. საერთაშორისო ბრენდი 4300 სასტუმროთი 100-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით