logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ბრატისლავას მიმართულების ამოქმედებით, ქუთაისის აეროპორტიდან პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა"

"ბრატისლავას მიმართულების ამოქმედებით, ქუთაისის აეროპორტიდან პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა"

1768218928

სლოვაკეთის დედაქალაქსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს.

პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოში სლოვაკეთის ელჩი, მატუშ ბუშოვსკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი და DMO  იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე დაესწრნენ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა და ბრატისლავა–ქუთაისის მიმართულება ამ კუთხით პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს წარმოადგენს.

,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა დაემატა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის მიმართულებით და შედეგი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობისა. ამ მიმართულების ამოქმედებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

ახალი მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს რეგიონში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს როგორც მგზავრებისთვის, ისე ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის საქართველოში,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა

პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა და 237 გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

გამოგვყევით