logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან - პრეზენტაციებს 20-მდე ქართული კომპანია ახორციელებს

ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან - პრეზენტაციებს 20-მდე ქართული კომპანია ახორციელებს

1762153578

ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილესს ქალაქში: პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება. პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს ეცნობიან. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს  თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით ხვდებიან.

გამოგვყევით