logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

EasyJet-ი თბილისიდან ლონდონის, ჟენევის და მილანის მიმართულებით იფრენს

EasyJet-ი თბილისიდან ლონდონის, ჟენევის და მილანის მიმართულებით იფრენს

1726730940

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის პირდაპირ ფრენებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან  პირდაპირი ფრენები ლონდონისა და  მილანის მიმართულებით დაიწყება.

შეგახსენებთ, ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.

გამოგვყევით