logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბიძინა ივანიშვილი: მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე

ბიძინა ივანიშვილი: მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე

1726765380

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვემო ქართლში მოვაწესრიგეთ და განვავითარეთ ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ავაღორძინეთ წინა ხელისუფლების დროს დაკნინებული სოფლის მეურნეობა, ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს მანამდე დაკეტილი ბაზრებისკენ გავუხსენით გზა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რა მიმართულებითაც არაერთი ინვესტიცია სწორედ ქვემო ქართლში განხორციელდა," - ამის შესახებ  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა , რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, 2012 წელს, ერთ დროს წელგამართულ, მშრომელი ხალხით დასახლებულ რუსთავში უმუშევრობა, სიღატაკე და უკიდურესი გაჭირვება სუფევდა.

"მაშინ რუსთაველებს დაგპირდით, რომ დაგიბრუნებდით ღირსებას, მაქსიმალურად ავითვისებდით ამ ქალაქის ინდუსტრიულ პოტენციალს და ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ სრული დატვირთვით ამუშავებულიყო რუსთავში მდებარე ქარხნები და საწარმოები. მოხარული ვარ, რომ ეს პირობაც შევასრულეთ და ამ მიმართულებით მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება,"-განაცხადა ბიძინა ივანიაშვილმა. 

გამოგვყევით