უხვი ნალექის მოსვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი დროებით დაიკეტა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღის დათვალიერება ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი ამინდი დასტაბილურდება, რის თაობაზეც, ბაღის ადმინისტრაცია, წინასწარ აცნობებს საზოგადეობას.
შეგახსენებთ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.