logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს - მაია ომიაძე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს - მაია ომიაძე

1720689333

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკას და ზოგადად ტურისტულ სეზონს.

ომიაძის თქმით,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე მესამე კვარტლის ბოლოს, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება.

„2024 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით,საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ტურისტი ეწვია. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ანალოგიურ პერიოდთან 2023 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით თითქმის 6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა აგრძელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე. ეს იქნება: ევროპა,სპარსეთის ყურის ქვეყნები. ინდოეთში გვაქვს უკვე ახალი ურთიერთობები, მათ შორის საერთაშორისო მედიასთან და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში მესამე კვარტლის, ზაფხულის ბოლოს შეჯამებით ძალიან კარგი ტურისტული სეზონი გვექნება“, -  აღნიშნა მაია ომიაძემ.

გამოგვყევით