logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზვიად ციკოლიამ ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი შექმნა

ზვიად ციკოლიამ ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საათი შექმნა

1721987820

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა. ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი.

საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ორჯერ მიენიჭა დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო RED DOT-ი. მის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება.

გამოგვყევით