logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება - ბიუჯეტი ₾176 000

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება - ბიუჯეტი ₾176 000

1721218020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები იფარება საიზოლაციო ფენით,  ეწყობა შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები).

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია.

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი გიორგი შუხოშვილი სამტრედიისა და ჩოხატაურის მოქმედი ნაგავსაყრელების სარეაბილიტაციო და ოპერირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

 ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების  უსაფრთხო განთავსებასა და მართვას.

გამოგვყევით