logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - ბიუჯეტი ₾1.04 მლნ-ია

დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო - ბიუჯეტი ₾1.04 მლნ-ია

1724235951

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროექტი დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟისა და დამცავი კედლის მოწყობის, სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.

საერთო ჯამში კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.

გამოგვყევით