logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ექნება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ექნება

1724306400

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში, 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით.  სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკოლა აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

გამოგვყევით