logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება

რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება

1724319601

გარდაბნის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის 8.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 19 კმ-იანი სარეაბილიტაციო გზის მეორე მონაკვეთზე ხორციელდება. ასფალტ-ბეტონის საფარი 6 კმ-იან მონაკვეთზე უკვე მოწყობილია.

პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობა.  სამუშაოების ჯამური ღირებულება 12.9 მლნ. ლარს შეადგენს და პროექტის სრულად დამთავრება 2025 წელს არის დაგეგმილი. 

გამოგვყევით