logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1724239444

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა.

უწყების ცნობით, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.

მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურმა კომპანიამ შეასრულა.

გამოგვყევით