logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე - რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთი სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება

23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე - რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთი სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება

1755873383

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)–გაჩიანი–რუსთავისა და გამარჯვება–რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.

ზაჰესი–რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თხოვს მოსახლეობას იმოქმედონ საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მისამართი: ალ.ყაზბეგის N12
ტელეფონი: +995 32 2 37 05 08

გამოგვყევით